ნეთანიაჰუ ამ კვირაში არმიას ღაზაში ომის გეგმის შესახებ ინსტრუქციას მისცემს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 4 აგვისტოს განაცხადა, რომ კვირის ბოლოს მოიწვევს კაბინეტის სხდომას, რათა გადაწყვიტოს, როგორ გააგრძელოს ღაზაში ომი.
AFP-ს მოჰყავს ნეთანიაჰუს სიტყვები: „ამ კვირაში, მოგვიანებით, კაბინეტის სხდომას მოვიწვევ, რათა [არმიას] ინსტრუქცია მივცე, თუ როგორ მიაღწიოს ჩვენ მიერ დასახულ ომის სამ მიზანს“, – განაცხადა მან მთავრობის სხდომის გახსნისას.

ისრაელის პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისრაელისთვის ომის სამ მიზნად რჩება „მტრის დამარცხება, ჩვენი მძევლების გათავისუფლება და დაპირება, რომ ღაზა აღარ წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის“.

5 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელელ მძევლებზე იმსჯელებს.
ისრაელის სამხედრო და უშიშროების სამსახურების 19-მა ყოფილმა წარმომადგენლმა ღაზაში მიმდინარე ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.
მძევლების ახლობლებმა ნეთანიაჰუს მიმართ კრიტიკა გამოთქვეს ომის პოლიტიკის გამო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”