ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასის წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება

ს პრემიერმინისტრი, ამბობს, რომ ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომი “უმაღლეს ნიშნულზეა და თვეების განმავლობაში გაგრძელდება”. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მათი სამხედროები მთელი ძალებითა და ახალი სისტემებით იბრძვიან, როგორც მიწისქვეშ, ასევე, მის ზემოთ.
“ჩვენ უპირატესობა გვაქვს, 8 000-ზე მეტი ტერორისტი მოვკალით”, – განაცხადა მან.
26 დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გაფართოებისთვის ემზადებიან – კერძოდ, IDF-ის ცნობით, ეს შეეხება ცენტრალურ ნაწილში არსებულ ტერიტორიას, სადაც მეტწილად ლტოლვილები არიან დასახლებული. მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ისრაელის არმია ჰამასის პოზიციებზე შეტევას გააძლიერებდა.
დროებითი სამშვიდობო შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის უცხოური შუამავლობის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლის დროსაც მოხერხდა ორივე მხრიდან დაკავებულთა გაცვლა და ასევე სექტორის ჰუმანიტარული დახმარება.
ზავი 24 ნოემბერს ამოქმედდა და მცდელობის მიუხედავად, ბრძოლა პარასკევს 1 დეკემბერს განახლდა.