ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე ნიკა გვარამია დგას” - იაგო ხვიჩია

“ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე ნიკა გვარამია დგას” - იაგო ხვიჩია

“გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე ნიკა გვარამია დგას.

“ეს აქცია არ არის იმისთვის, რომ რაიმე შედეგს მიაღწიონ, ეს აქცია არის იმისთვის, რომ ხალხი დაიღალოს და “ქართული ოცნების“ ოთხწლიან მმართველობას შეეგუოს. ოღონდ ამაში ოპოზიცია და ენჯეო მონაწილეობენ.

ამას რომ ვამბობდი, “ქოცებთან“ შეკრულს მეძახდნენ, ახლა ხომ არ ვარ პარლამენტში. „ქოცებთან“ რომ ვყოფილიყავი შეკრული, პარლამენტში ვიქნებოდი. ახლა ხალხს დაღლიან და წაგებას შეაგუებენ.

მჯერა, რომ ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე ნიკა გვარამია დგას. შემთხვევითი ამბავი არ არის, რომ ის ბარიკადებისკენ იქაჩება. თუ უნდათ, რევოლუცია არ შედგეს, ბარიკადებზე ის ხალხი უნდა იდგეს, ვინც დგას. მათი რეპუტაციით რევოლუციის მოწყობა შეუძლებელია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.