ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნახეთ, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვაზე სააკაშვილის ოჯახი და ქურდბაცაცა “კეზერა”

ნახეთ, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვაზე სააკაშვილის ოჯახი და ქურდბაცაცა “კეზერა”
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასული 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და დავით კეზერაშვილი, “ერთმანეთს ასწრებენ” ლობისტური კომპანიების მოქრთამვას, რაც საქართველოში რუსულად შერაცხილმა Fara-ს კანონმა გამოავლინა.
“ნახეთ! სად ხარჯავს ქართველი ხალხისათვის და ქართული ჯარისადმი წაგლეჯილ, მოპარულ ფულს ავაზაკი კეზერაშვილი და მისი ხროვა! ნახეთ!
სად წავიდა ამ უშუბლძარღვოთა მიერ მოპარული 420 ათასი $!
ნახეთ! როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვაზე სააკაშვილის ოჯახი და ქურდბაცაცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერა! ეს ფაქტობრივი დანაშაული სწორედ აქაური მუქთამჭამებლების მიერ ვითომდაც “რუსულად” შერაცხილმა, სინამდვილეში კი ამერიკულმა “FARA”- ს კანონმა გამოამზეურა!
ამიტომაც აუცილებელია საქართველოში ანალოგიური “FARA”-ს კანონის მიღება, რათა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან-კრემლიდან, ტაივანიდან, მანჯურიიდან, აშშ-დან, ბრიუსელიდან, პარიზიდან, ლონდონიდან, სომალიდან…
ჩვენში ე.წ. უსამშობლო პარტიების, ენჯეოების და ფიზიკური პირებისათვის გადმორიცხული და აქედან მათ მიერ გადარიცხული თანხები გახდეს საჯარო და გამჭვირვალე!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.