ნახეთ, რა გელოდებათ დღეს – ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძი
მოუსმინეთ საკუთარ გულის ხმას, ინტუიცია გიკარნახებთ რა გზით უნდა იაროთ, რათა მიიღოთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით, მთავარია, მკაფიოდ გაარჩიოთ თეთრი შავისგან და არ გადაუხვიოთ სწორი გზიდან.
კურო
დაფიქრდით და კარგად გააანალიზეთ თქვენი ქმედებები. შესაძლოა, იმაზე მეტს ითხოვდეთ სხვებისგან, ვიდრე ისინი ვალდებულები არიან, თავად კი არაფრის დათმობა არ გინდათ. დაიცავით ბალანსი და ზომიერება.
ტყუპები
ყოველდღიურად ძლიერდება თქვენი რწმენა მომავლის მიმართ და იზრდება თავდაჯერებულობა. პერსპექტიული სიახლეები გელოდებათ საქმიან სფეროში და სასიყვარულო ურთიერთობებში.
კირჩხიბი
მიაყურადღეთ სამყაროს ხმას და მინიშნებებს, ნუ შეუშინდებით სიახლეებს, რათა უმოქმედობით არ დაკარგოთ ფორტუნას მიერ ბოძებული შანსები. მეტად ენდეთ სამყაროს.
ლომი
მოულოდნელ წარმატებას და აღმასვლას თან უნდა ახლავდეს დიდი პასუხისმგებლობაც. საზოგადოების წინაშე ხმაურიანი და კაშკაშა გამოჩენა თქვენი შინაგანი სამყაროს და ემოციური რესურსების გარდასახვას მოიტანს.
ქალწული
სიტუაცია მოითხოვს, სხვა კუთხით შეხედოთ მოვლენებს და შეამციროთ თქვენი პრეტენზიები და მოთხოვნები. შეცვალეთ მიმდინარე მოვლენების მიმართ ხედვა და აღქმა, განსაზღვრეთ სამომავლო პრიორიტეტები და ღირებულებები.
სასწორი
ნუ დაუპირისპირდებით მათ, ვინც დიდ გავლენას ახდენს თქვენს მომავალ კეთილდღეობაზე. შეუძლებელია, ყველაფერი მოახერხოთ საკუთარი სუბიექტური მოსაზრებებით, რომელიც შესაძლოა არ იყოს მოსაწონი სხვებისთვის.
მორიელი
პრობლემა არის იმაში, რომ თავადაც არ ხართ გარკვეული რა აირჩიოთ, რადგან ყველა შესაძლო ვარიანტი საინტერესო და მისაღებია. ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავისთავად გაირკვევა, იფიქრეთ და იმოქმედეთ.
მშვილდოსანი
დღევანდელი მატერიალური სარგებლით შესაძლოა, ძალიან კმაყოფილი დარჩეთ, მაგრამ ეს არ არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი. იქნებ სხვა ღირებულებებზე, სხვა სიმაღლეებზე გეფიქრათ.
თხის რქა
დამშვიდდით და განსაზღვრეთ ის თავდაპირველი იდეა, რომელმაც ძალა მოგცათ სამოქმედოდ, გაჰყევით ამ იდეას, როგორც მომავლის ნათელ სხივს და არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი.
მერწყული
ურთიერთსაწინააღდეგო ემოციების – შიშის და თავდაჯერებულობის ერთდროულად შემოტევამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თქვენი გეგმების განხორციელებას, რა გზას დაადგებით ახლა? სწორედ ამაზეა დამოკიდებული მოსალოდნელი გამარჯვება ან მარცხი.
თევზები
გაუბედაობით ბევრს წააგებთ. საჭიროა, წერტილი დაუსვათ ეჭვებს და სწრაფად აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი შედეგები. ნურც მცირეოდენი დანაკარგები შეგაშინებთ. სიახლეებს თავისი ადგილი და სივრცე სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ