ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნახეთ ლაშა ბექაურის ვიდეო ლომის ბოკვერთან ერთად – „ბასლაინში მიდის ნაჩუქარი პორშეთი და გვერდზე უზის ლომის ბოკვერი… თავი ვინ გგონიათ მართლა?“

ნახეთ ლაშა ბექაურის ვიდეო ლომის ბოკვერთან ერთად – „ბასლაინში მიდის ნაჩუქარი პორშეთი და გვერდზე უზის ლომის ბოკვერი… თავი ვინ გგონიათ მართლა?“

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიერ „ინსტაგრამზე“ განთავსებულმა ვიდეომ მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
„ბუბუ“ – ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა ჩემპიონმა საკუთარ „ტიკ ტოკ“ პლატფორმასა და „ინსტაგრამზე“ ვიდეო, რომელშიც ჭავჭავაძის გამზირზე ლომის ბოკვერთან ერთად ე.წ ბასლაინზე გადაადგილდება.
მოქალაქეები დაინტერესდნენ, რატომ მოძრაობს ძიუდოისტი ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლში, ცალკე ინტერესის საგანი გახდა – ლომის ბოკვერი, რომელიც აღნიშნულ ვიდეოში ჩანს.
ლაშა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებში ვკითხულობთ:
„თავი ვინ გგონიათ მართლა? კანონით აკრძალულია გარეული ცხოველების ყოლა და თქვენამდე არ მოსულა ეს ინფორმაცია თუ თქვენზე არ მოქმედებს კანონი? რა დღეში ხართ???“
„ბასლაინზე რატომ დადის…“
„რა სამწუხაროა, თავზე იმხელა წარმოდგენა, რომ გაქვს ეს რომ ნორმა გგონია. 🥲 ნორმალურ ქვეყანაში გარეული ცხოველის ამ ფორმის ვიდეო რომ დაგედო, შესაბამის პასუხს აგებდი“
„აკრძალული გზები და ეგზოტიკური ცხოველები…“
„კანონთან როგორ ხართ გარეულ ცხოველების ყოლასთან დაკავშირებით?!“
„არ შეიძლება გარეული ცხოველის ყოლა და მითუმეტეს მანქანით კატაობა!!! უკანონოა და ასევე, შენთვის საშიში. ასე გეტყვი, თორემ არა მგონია კანონიერება გადარდებდეს“
„ბასლაინში მიდის ნაჩუქარი პორშეთი და გვერდზე უზის ლომის ბოკვერი, ძაღლებმა იყეფონ კომენტარებში არ კიდია?“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.