ნაცსექტის ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ქილიკობს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებზე, პირდაპირ თუ ირიბად ირიცხება მისი ფიზიკური განადგურების მოსურნე ექსტრემისტთა კლასტერში

ნაცსექტის ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ქილიკობს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებზე, პირდაპირ თუ ირიბად ირიცხება მისი ფიზიკური განადგურების მოსურნე ექსტრემისტთა კლასტერში
„ბოროტია ვინც ვერ აცნობიერებს რეალურად თუ რა რისკები და საფრთხეები არსებობს როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე ხელისუფლების მაღალჩინოსნების გარშემო“-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების შესახებ პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
ანალიტიკოსის თქმით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სამართალდამცავი სტრუქტურების პროფესიონალები აკეთებდნენ და გააკეთებენ ყველაფერს, რათა დასაცავთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. „ნაცსექტის ნებისმიერი მჩხავანა სუბიექტი, რომელიც ვითომ ქილიკობს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებზე პირდაპირ თუ ირიბად ირიცხება “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ფიზიკური განადგურების მოსურნე ექსტრემისტთა კლასტერში.
ბოროტია ან აზროვნებით უკიდურესად განუვითარებელია ის, ვინც ვერ აცნობიერებს რეალურად თუ რა რისკები და საფრთხეები არსებობს როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე ხელისუფლების მაღალჩინოსნების გარშემო. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სამართალდამცავი სტრუქტურების პროფესიონალები აკეთებდნენ და გააკეთებენ ყველაფერს, რათა დასაცავთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.
“გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით – ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, როგორც „გლობალური ომის პარტიისთვის“,
ისე ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ „ამ ფონზე რისკები ერთი ათადაა მომატებული“. ცნობისთვის, 13 ივლისს, დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ, საჯარო შეხვედრებზე მისი ტრიბუნა გარშემორტყმულია ტყვიაგაუმტარი მინებით. მეტიც, ახლახან პრეზიდენტმა ბაიდენმა აღიარა, რომ საიდუმლო სამსახურმა მას აუკრძალა ხალხში შესვლა კამალა ჰარისის საჯარო საარჩევნო ღონისძიებებზე. რაც მთავარია, არც რესპუბლიკელები და არც დემოკრატები უბადრუკი ნაცგობლინებისგან განსხვავებით, არ ქილიკობენ ლიდერთა დამატებით დაცვით ღონისძიებებზე.“-წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება