“ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი ქრისტინე ქარდავა: მამა, რომელიც იყო გმირი, უდანაშაულოდ მომიკლეს, არ აკმარეს ის, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე

“ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი ქრისტინე ქარდავა: მამა, რომელიც იყო გმირი, უდანაშაულოდ მომიკლეს, არ აკმარეს ის, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე
ძალიან მიჭირდა აქ მოსვლა და ამ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ, რომ ვუყურე დავით ცინდელიანის დედას, თავს უფლება ვერ მივეცი, არ მოვსულიყავი და მამაჩემზეც იგივე არ მეთქვა. მამა, რომელიც ნამდვილად იყო გმირი, მამა, რომელიც ასე უდანაშაულოდ მომიკლეს, ეს არ აკმარეს, არ აკმარეს ის, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, გადააგდეს შუა ზღვაში კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე და ასე გავუსწორდით, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ქრისტინე ქარდავამ გაიხსენა მამამისის გატაცების დღე და აღნიშნა, რომ დილის საათებში გაუჩინარებული მამის შესახებ დღის ბოლოს შეიტყო, რომ მანქანა, რომლითაც პაატა ქარდავა გადაადგილდებოდა, სოფელ ხურჩის საზღვართან იპოვეს.
„დღის ბოლოს შეგვატყობინეს ინფორმაცია, რომ მანქანა, რომლითაც მამა გადაადგილდებოდა, იყო ხურჩის საზღვართან. ბიძაჩემი მაშინვე წავიდა, იქ თუ სწორად მახსოვს, დარჩელის პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და უთხრეს, რომ შეგვატყობინეს, ეს მანქანა დატოვებულია საზღვართანო – ზუსტად ხიდთან იყო მანქანა მიყენებული. მანქანაში იდო მამას ყველანაირი დოკუმენტაცია, თავდაცვის სამინისტროს საბუთი, მისი პირადობა და სხვა დოკუმენტები, სამსახურებრივი ჩანაწერები და ა.შ., ყველაფერი მანქანაში იდო.
ბიძაჩემს ისე გამოატანეს მანქანა, ექსპერტიზაც არ ჩაუტარებიათ, პაატას მერე შეეხო ამ მანქანას ვინმე, იყო თუ არა ძალადობის კვალი. იმავე დღეს მივმართეთ პოლიციას თხოვნით, იქნებ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და გამოეკვლიათ ეს ინფორმაცია, იყო თუ არა მანქანაში კვალი, რაც რაღაც ინფორმაციამდე მიგვიყვანდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნა მეორე თუ მესამე დღემდე არ დაკმაყოფილდა.“ – აღნიშნა ქრისტინე ქარდავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული