ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაულისთვის

„ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის და ეს არის მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბახმაროში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაცმოძრაობა“ 2008 წლის აგვისტოს დანაშაულისთვის ვითარებას ნაბიჯ-ნაბიჯ, 2005 წლიდან ამწიფებდა.
„რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას, ეს არის მთლიანად უმრავლესობის, მმართველი ძალის საერთო პოზიცია. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის და ეს არის მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს. თუმცა, არის სხვა მრავალი დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა იმ ცხრა წლის განმავლობაში. რაც შეეხება 2008 წლის ომის მომწიფებას, ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდებოდა ყველაფერი იმისათვის, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარიყო, ის რაც მოხდა და საბოლოო ჯამში, მოხდა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ამისთვის ვითარებას ამწიფებდა „ნაცმოძრაობა“ ნაბიჯ-ნაბიჯ, 2005 წლიდან მოყოლებული.
ეს ქრონოლოგია არაერთხელ მითქვამს მეც, როგორ მიიღეს ჯერ კანონი, ე.წ. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ, მერე როგორ შეიქმნა ე.წ. დროებითი ადმინისტრაცია, როგორ აირჩა შემდეგ ე.წ. პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და ა. შ. პარალელურად იყო სამხედრო ტიპის კონფრონტაციები, სხვა ტიპის პროვოკაციები, და ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოში მომწიფებულიყო ომი, 2008 წელს რაც მოხდა, რაც არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება