ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ალმამ“ უარი თქვა „მოიშორე ბიძინას“ პლაკატის გაკვრაზე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ალმამ“ უარი თქვა „მოიშორე ბიძინას“ პლაკატის გაკვრაზე

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ სარეკლამო კომპანია „ალმა +"-მა უარი თქვა მათი წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრზე. პლაკატებზე ეწერა: „მოიშორე ქ. ოცნება“, „მოიშორე ბიძინა“.
„ალმა“ საქართველოში ყველაზე დიდი სარეკლამო კომპანია, რომელიც ფლობს საქართველოს ქალაქებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მონიტორებზე რეკლამების განთავსების უფლებას. ამ კომპანიამ გააკრა ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნებისა“ და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის სარეკლამო პლაკატები. ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამოკრულია „ქართული ოცნების“ სარეკლამო პლაკატები, რომელშიც ერთმანეთსაა შედარებული განადგურებულ უკრაინის დაბომბილი ადგილები და ქართული ქალაქები.
„ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სარეკლამო მასალის ბეჭდვისა და რეკლამის განთავსებისთვის ხელშეკრულება სექტემბრის ბოლოს გააფორმა. მათ სარეკლამო პლაკატების განთავსება უნდოდათ: 20-მდე ავტობუსზე, 10 მეტროსადგურში, 50-მდე ბილბორდი და 15 მონიტორზე. როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი დიმა ჩიქოვანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება რამდენიმე ასეული ათასი ლარია, საიდანაც 50 ათასი ლარი ავანსად გადაიხადეს.
„დღეს მივიღე დირექტორისგან, გიორგი ტრაპაიძისგან ზარი, რომ ამ სახის რეკლამას ვერ განათავსებენ და მთხოვეს ცვლილება. მიზეზი არ უთქვამს“, - ამბობს დიმიტრი ჩიქოვანი.
რადიო თავისუფლებამ დაურეკა „ალმას“ დირექტორს, გიორგი ტრაპაიძესაც. მან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სარეკლამო კომპანია „ალმას“ პარტიები დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ. ასე მხოდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც. „ევროპული საქართველო“ ამბობდა, რომ „ალმას“ პარტიის საარჩევნო რეკლამა, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა, ბილბორდებზე არ აკრავდა. ამ პლაკატზე ბიძინა ივანიშვილი ჯორჯ ორუელის ნაწარმოების - „ცხოველთა ფერმის“ პერსონაჟს იყო შედარებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.