„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემფასებელ კომისიას უხელმძღვანელებს

სადავო პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას „ქართული ოცნების“ წევრი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება კომისიამ დღეს, 13 თებერვალს, მიიღო.
„მინდა წარმატება გისურვოთ, ქალბატონო თეა და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს კომისია მართლაც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საქართველოს უახლეს ისტორიაში“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც „ხალხის ძალას“ წარმოადგენს.
„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი კი კომისიის მდივნად აირჩიეს.
თეა წულუკიანმა სხდომაზე თქვა, რომ კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება უნდა შეეძლოთ მოქალაქეებს:
„ვისაც ამის სურვილი ექნება, არ არის აუცილებელი, იყოს მხოლოდ მსხვერპლი, შეიძლება, იყოს მოწმე ან მონაწილე იმ პროცესის, რომლის აღწერაც სურს ჩვენს წინაშე.
ძალიან მადლიერი ვიქნები, როგორც კომისიის თავმჯდომარე, თუ ამგვარი მომართვები იქნება კონკრეტული ფაქტებით. ზოგადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა დღეში ვიყავით ცხრა წლის განმავლობაში, როგორი იმედებით დაიწყეს და როგორ უიმედოდ დაასრულეს და ა.შ. – ეს ინფორმაცია ყველგან მოიპოვება“.
კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
· „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, , პაატა სალია;
· ოპოზიციის კვოტას აითვისებენ „ხალხის ძალა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტები“ (ილია ინჯია).

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა