„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მოსმენა იგეგმება

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსმენაც იგეგმება.
ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი თავად უპასუხებს იმ კითხვებს, რაც მასთან დაკავშირებით კომისიას აქვს.
„იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს ეს თავში არ მოსვლია. მას რომ მოვიწვევთ, თუ მოვიწვევთ და იმედია მოვიწვევთ, მობრძანდება, მას ვკითხავთ, რა თქმა უნდა“, – აღნიშნა წულუკიანმა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით საპასუხოდ, სადაც ის ამბობს, რომ „არასდროს არავის პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არ მოსვლია იდიოტური აზრი – ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაეთმო”.
ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომაზე 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იხილება. სხდომაზე უკვე მოუსმინეს პაატა დავითაიას, გრიგოლ ვაშაძესა და მიხეილ ქარელს. მოწვეულები არიან ასევე: ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს

ლევან მახაშვილი: უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს