„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 10 წევრისგან დაკომპლექტდება

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია“ 10 წევრისაგან შედგება. კომისიაში 5 წევრი უმრავლესობის, 5 კი ოპოზიციის დეპუტატი იქნება. წევრთა რაოდენობა და პროპორციული კვოტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განსაზღვრა.
„ხალხის ძალა“ კომისიაში 2 წევრით იქნება წარმოდგენილი, ერთი წარმომადგენელი ეყოლება „ევროპელ სოციალისტებს“, ხოლო 2 ადგილი უფრაქციო დეპუტატებისთვის ანუ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებისთვის არის განსაზღვრული.
კომიტეტმა ასევე პარლამენტის კომიტეტებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიასა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული კვოტების ხელახალი გადანაწილება განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განმარტებით, ამის საჭიროება ბოლო დროს პარლამენტში განხორციელებულმა ცვლილებებმა, 49 დეპუტატისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამ და ახალი პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ შექმნამ გამოიწვია.
კომიტეტმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება