ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ თავს დაესხნენ - ჩიქოვანი ნაცემია

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი ამბობს, რომ მას თბილისში, საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ. ის ნაცემია და სახეზე აღენიშნება დაზიანებები.
„ეს არის რეჟიმის დასასრული. ეს არის ბოლო. ვერ შეგვაშინებენ... „ქართული ოცნება“ დასრულდება - რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში ვერ იარსებებს“, - თქვა ჩიქოვანმა „TV პირველის“ ეთერში საუბრის დროს.
დიმიტრი ჩიქოვანი მასზე ძალადობას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ამ პარტიის მიერ ინიციირებული „აგენტების კანონის“ გაპროტესტებას უკავშირებს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკოსებსაც სცემეს. პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
„აგენტების კანონის“ მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.