“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე მანიფესტს არ უერთდება – ვის თვლიან ფულზე გაყიდულად მელიას გუნდში და რას მოჰყვა პარტიული ამბოხი რეგიონებში

ს მუქარა ვერ შესრულდა, არ გაურიცხავთ, თუმცა პარტიამ მას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა. ადასტურებენ, რომ მანიფესტი, რომელსაც მელიამ ბოიკოტი გამოუცხადა, პირველ რიგში, სწორედ მას ეხებოდა.
აღიარებითი ჩვენება მანიფესტის რეალური მიზნის შესახებ – ნიკა მელიას თანამოაზრეები ამბობენ, რომ კვიპროსიდან გამოგზავნილი დირექტივა გაშიფრულია და ე.წ. ერთობის მანიფესტი სააკაშვილის ინიციატივად ვეღარ შეიფუთება. ყოფილი თავმჯდომარის მეგობრები აანონსებენ, რომ პარტიიდან მათ ჩამოსაშორებლად მოფიქრებულ გეგმას ადეკვატურ პასუხს გასცემენ.
მელიას და მისი გარემოცვის გარდა, მანიფესტს არ უერთდებიან პარტიის სხვა ძველი წევრებიც. მათ შორისაა ც, რომლის ხელმოწერას “ნაციონალური მოძრაობის” მენეჯმენტი საჭიროდ არც მიიჩნევს. თუმცა ის დოკუმენტის ხელმოწერას ისედაც არ აპირებდა. ერთ-ერთ მედიაში პოლიტსაბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ განმარტა, რომ მთავარი მიზეზი სწორედ პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის აღიარებაა. მანიფესტს ის თანაგუნდელების გაყრის სადამსჯელო აქტს უწოდებს.
ვარდების რევოლუციის წლისთავზე მანიფესტის დემონსტრაციულ ხელმოწერას რომ ყოფილი თავმჯდომარის გარიცხვის დატვირთვა ჰქონდა, ამაში დარწმუნებულები არიან პარტიის ყოფილი წევრებიც. ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული ხატია დეკანოიძე პარტიის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად, თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას მიიჩნევს.
“ქართული ოცნება” კი დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის რეცეპტი აღარ არსებობს. მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს მათ ელექტორალურ მიზნებსაც უკავშირებს.
დღის ბოლოს, მისი სახელით გავრცელებულ მანიფესტს გამოეხმაურა. ექსპრეზიდენტმა დაწერა, რომ დოკუმენტის ტექსტს ეთანხმება, მათ შორის იმას რომ არჩეული ორგანოები ნამდვილად ლეგიტიმურია, თუმცა იქვე პოლიტსაბჭოს გაფართოებაზეც მიანიშნებს და პირდაპირ ამბობს რომ იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით “ნაცმოძრაობის” წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები – აუცილებელია.

ასევე დაგაინტერესებთ