ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრაღაში შეხვედრებს მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრაღაში შეხვედრებს მართავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, იგი საქართველო-ჩეხეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ონდრეი კოლარს შეხვდა.
„კოლარი ჩეხეთის პარლამენტის წევრია პარტია „ტოპ-09“-დან, რომელიც მმართველ კოალიციაში შედის. საუბრის თემა საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე გადასადგმელი რეფორმები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია. ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.