არქივი5 აგვისტო, 2026, 17:32
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი, ირაკლი ფავლენიშვილი გახდა.
მის მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელად არჩევის გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს.
ასევე, მმართველობითი საბჭოს შემადგენლობაში შედიან - პეტრე ცისკარიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი და პატიმრობაში მყოფი ირაკლი ნადირაძე.
რაც შეეხება პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას, როგორც ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, მან უარი განაცხადა მმართველ საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად დარჩა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.