ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე - ივანიშვილი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარებას - 4 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა დავდგეთ რუსთაველზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე - ივანიშვილი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარებას - 4 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა დავდგეთ რუსთაველზე

ივანიშვილი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარებას. 4 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა დავდგეთ რუსთაველზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო ქათამაძემ განაცხადა.
ბესო ქათამაძის განცხადებით, 4 ოქტომბერს პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა უნდა გავიდეს ქვეყნის დასაცავად.
“ჩვენ აქცია-პერფორმანსით მოვედით ამ ტყის ბინადართან, რომელიც საქართველოს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის თავისი ცხოველური დამოკიდებულებით, ასევე საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას. 4 ოქტომბერს ყველა უნდა დავდგეთ რუსთაველის გამზირზე პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“, - განაცხადა ბესო ქათამაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.