ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე აირჩიეს.
„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის. ალბათ, ყველა კარგად ვაცნობიერებთ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის ზუსტად სამი თვე ელოდება ჩვენს ქვეყანას. ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი, რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე“, – აცხადებს ჯაფარიძე.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.