ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ტიტე გედენიძე - ლაზარე გრიგორიადისის მიმართ განაჩენი დაშინება და სიგნალია ყველასთვის: „ასე მოუვა ყველას, ვინც სამართლიანად დაუპირისპირდება სისტემას“

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ტიტე გედენიძის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რითაც მას - წლიანი პატიმრობა მიესაჯა, აშკარა დაშინება და სიგნალია ყველასთვის - „ასე მოუვა ყველას, ვინც სამართლიანად დაუპირისპირდება სისტემას“.
„დავიწყებ იმით, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან აშკარა დაშინება, არამარტო ლაზარესი, არამედ ყველა ჩვენგანის. ეს არის სიგნალი ყველასთვის, რომ ასე მოუვა ყველას ვინც სამართლიანად დაუპირისპირდება სისტემას. ლაზარე მარტო არ იდგა იმ დღეს, იმ დღეს საქართველოს დასაცავად და ხელისუფლების წინააღმდეგ იდგა ათი ათასობით ქართველი ახალგაზრდა, სტუდენტობა, ქართველი ხალხი.
საქართველოს ხელისუფლებას არ შერჩება მსგავსი ქმედებები. ჩვენ რა თქმა უნდა მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ქალბატონ პრეზიდენტს, რომ იმოქმედოს ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. ეს ინტერესი კი არის ის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა მოქალაქე, ყველა ადამიანი დღეს უნდა იყოს გარეთ!“ - განაცხადა ტიტე გედენიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.