„ნაციონალური მოძრაობა“ 20%-ს ქვემოთ არის ჩამოსული, ვერცერთი სხვა პარტია 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს… რატომ?“ – ირაკლი კობახიძე

ხან ერთიანდებიან, ხან იყოფიან, მაინც აგებენ არჩევნებს. ასეთი ბედი ელით მათ მეცხრე ჯერზეც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგები ძალიან მძიმეა.
„ნაციონალური მოძრაობა“ 20%-ს ქვემოთ არის ჩამოსული, ვერცერთი სხვა პარტია 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს. რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში, ეს პატარა პარტიები არ არიან პოლიტიკური პარტიები. ისინი არიან რამდენიმე კაცისგან შემდგარი პოლიტიკური კლუბები. პოლიტიკური კლუბი, რა თქმა უნდა, ვერასოდეს გადალახავს 5%-იან ბარიერს. თუ ხარ პარტია, ამ შემთხვევაში ბარიერის გადალახვა არ გიჭირს. ეს არის საერთო სურათი.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა დარწმუნებულები ვართ არა მარტო იმაში, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს, არამედ დარწმუნებულები ვართ, რომ თვისებრივად გაიზრდება ჩვენი მანდატების რაოდენობა“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება