ნაციონალური მოძრაობა ხობის საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა დატოვა

ნაციონალური მოძრაობა ხობის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. საკრებულოს ფრაქცია 11 წევრიდან 10-მა დატოვა. შესაბამისი განცხადება მათ ბრიფინგზე გააკეთეს.
“პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია ნაციონალურ მოძრაობის ე.წ. მენეჯმენტსა და ხალხს შორის დაშორება. მოსყიდვებით და ინტრიგებით შექმნეს ხელოვნური კრიზისი, რასაც მოჰყვა ანგარებული პერსონების, ფსევდომიშისტების, ფსევდოჰუმანიზმზე დაფუძნებული კამპანია, რამაც გამოიწვია ღირსეული ადამიანების გვერდზე გაწევა. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიების პროცესში ხელი იქნა შეშლილი ერთობის იდეაზე, რაც კონკრეტული ადამიანების კერძო ინტერესებით იყო ნაკარნახევი. […]
ვინაიდან პარტია ასცდა თავდაპირველ იდეას, რის გარშემოც ვიყავით გაერთიანებული გულწრფელი ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც წარმოვადგენდით 2003 წლის ში მონაწილე და 2012 წლის შემდეგ ოპოზიციაში ყოფნისას შემოერთებული ადამიანები. დღეს კიდევ, ხობის ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს 11 წევრიდან, 10-მა წევრმა, ასევე, რაიონული ორგანიზაციის მებრძოლ ადამიანთა სრულმა უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს და დავტოვოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადეს პარტიის ყოფილმა წევრებმა ბრიფინგზე.
5 დეკემბერს ზუგდიდის საკრებულო 14-მა წევრმა დატოვა – მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე, აპარატის სამი თანამშრომელი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი.