„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს – სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრება

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პოლიტსაბჭოს წევრების გარდა, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძეც ესწრება.
მათ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სავარაუდოდ, სხდომაზე პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით იმსჯელებენ,
ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – პოლიტიკური განცხადებებისთვის პოლიტიკოსების პროკურატურაში დაბარება არის იაფფასიანი მცდელობა, რომ გადაფარონ მთავარი თემა – ლაზარე ჯორბენაძის არსებობა ღარიბაშვილის პოსტიდან შევიტყვე

რომან გოცირიძე: „ნიუ-იორკ პოსტის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა ამერიკაში თავისი ვილა 51,5 მილიონ დოლარად გაყიდა. მოდით, ეს ინფორმაცია ივანიშვილთან მორიგებით დასრულებული დავისა და ქვეყანაში მიმდინარე დაჭერების კონტექსტში შევაფასოთ