„ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ამბობს და სხვები ფარულად, რომ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს – ისინი ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს” – შალვა პაპუაშვილის განცხადება

„ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ამბობს და სხვები ფარულად, რომ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს – ისინი ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს” – შალვა პაპუაშვილის განცხადება
“ნაციონალური მოძრაობა” პირდაპირ ამბობს და სხვები ფარულად, რომ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს

სინამდვილეში, ეს ზეწოლა არ არის, ეს არის ერთიანი თამაში. სალომეზურაბიშვილი თავის თანამდებობას ინარჩუნებს სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით. ვფიქრობ, რომ ისინი ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს. ამაზე მიგვანიშნებს, როგორც “ნაცმოძრაობის” განცხადებები, ასევე ზოგიერთი უცხოელი აქტორის განცხადება. მათ შორის, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია, რომ მზადდება ნიადაგი – ქართველ ხალხს ამ შეწყალების სახით კიდევ ერთი ფარსი დაუდგან და საერთო ჯამში კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი შემოიტანონ პოლიტიკის რადიკალიზაციაში,”

ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს ეკუთვნის. როგორც მან აღნიშნა, მისი აზრით ზურაბიშვილისთვის თანამდებობის შენარჩუნების მიზეზი “ნაციონალური მოძრაობაა”

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს