“ნაციონალური მოძრაობა” – “ოცნება” პასუხს აგებს ყველა ძალადობაზე, რასაც ის აწარმოებს ხალხის წინააღმდეგ – რუსული მთავრობა დამარცხდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანზე, დიმიტრი ჩიქოვანზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარტიის განცხადების თანახმად, “ქართული ოცნება” პასუხს აგებს.
“დღეს საღამოს საკუთარ სახლთან, ჯგუფურად და ორგანიზებულად, რუსული მთავრობის ზონდერები თავს დაესხნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს.
“ოცნება” პასუხს აგებს ყველა ძალადობაზე, რასაც ის აწარმოებს ხალხის წინააღმდეგ. რუსული მთავრობა დამარცხდება, საქართველო არასოდეს გარუსდება”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ