“ნაციონალური მოძრაობა” კახეთის ორგანიზაციის ნაწილმაც დატოვა | მათ შორის, საკრებულოს დეპუტატებმა

“ნაციონალური მოძრაობა” კახეთში 15- მდე წევრმა დატოვა. მათი ნაწილი საკრებულოს მოქმედი დეპუტატია. მათ საჯარო განცხადებები წასვლის შესახებ სოციალური ქსელით გაავრცელეს.
დეპუტატები მანდატების დათმობას არ აპირებენ და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი სტატუსით გააგრძელებენ.
უკვე ყოფილი წევრები მოქმედ მენეჯმენტს და თავმჯდომარეს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალური მმართველობა და ფიქრობენ, რომ განსხვავებული აზრის გამო იდევნებიან.
ენმ-ის აწ უკვე ყოფილმა წევრმა, ნონა ნინიაშვილმა განცხადება ფეისბუქით გაავრცელა.
“…დიახ, ვტოვებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ნატო უსენაშვილი და ნონა ნინიაშვილი, რადგან ის აღარაა ვარდების რევოლუციის იდეის მატარებელი. პარტია გაივსო მედროვეებით და პირადი ბიზნესების დალაგებით ორიენტირებული ხალხით.
ვიქნებით იქ, სადაც სიმართლეა, სადაც იდეებია, სადაც საქართველოს უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაა. P.S. მანდატების დატოვება არც ახსენოთ. ზოგიერთი ისე მოხვდა საკრებულოში სახლიდან გარეთ არ გამოსულა, ოჯახის წევრებსაც არ მიუციათ ხმები.” წერს ნატო უსენაშვილი სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი წევრი