ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა

„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას – ამის შესახებ ქართული ოცნების ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა აკეთებს განცხადებას. ენმ-ის წევრებმა დღეს, ბარამიას დასახლებაში დევნილებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარ ფაქტს „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა ეხმაურება.
დავით კოდუა ყველა სადამკვირვებლო მისიას მოუწოდებს შეისწავლონ მომხდარი ფაქტი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას.
„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, მათ დღეს, ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში ჩვენს ძვირფას დევნილებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მაიყენეს. მიზეზი კი ძალადობრივი პარტიის მისამართით მოსახლეობისგან გამოთქმული პროტესტი და მათთან კომუნიკაციაზე უარი გახდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა, ამ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობა ეზიზღებათ აუცილებლად გასცემს ქართველი ხალხი პასუხს.
ისინი არ ერიდებიან მცირეწლოვან ბავშვებსაც კი და მშობლებს, ბავშვების თვალწინ უპირისპირდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული აზრი გააჩნიათ.
ის რაც მოძალადე პარტიამ ზუგდიდში ჩაიდინა არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი, მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო მისიას შეისწავლონ მომხდარი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას.
ჩვენი ქვეყნის მტრები 26 ოქტომბერს მიიღებენ პასუხს ყველა იმ ქმედებაზე რასაც სჩადიან!“ – აცხადებს კოდუა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.