არქივი27 მაისი, 2024, 20:07
ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის ქარტიას შეუერთდნენ – პარტია განცხადებას ავრცელებს
ნაციონალური მოძრაობა სალომე ზურაბიშვილის ქარტიას შეუერთდა. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს:
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
შესაბამისად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას” – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმება მიხეილ სააკაშვილიც.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.