“ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა” – ნიკა გვარამია “ღირსეული პარტნიორის” წვრთნების შეჩერებაზე

“ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა” – ნიკა გვარამია “ღირსეული პარტნიორის” წვრთნების შეჩერებაზე
“საქართველო როცა ამაში მონაწილეობას არ იღებს, არის ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა,” – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ განაცხადა და “ღირსეული პარტნიორის” წვრთნებს შეჩერებას გამოეხმაურა.
“ქართული ოცნებისეული” გამოცდილებითაც კი რეკორდულად საშინელი საკითხია. საქართველოში ომი არ იქნება და თუ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და თუ ეს დანამდვილებით გვინდა რომ გარანტირებული იყოს, მაშინ უნდა ვიყოთ დაცულები და არ არსებობს მსოფლიოში დაცულობის არანაირი გარანტია, მითუმეტეს როცა რუსეთის მეზობელი ხარ, გარდა დასავლური გარანტიებისა. NATO-ს გარეშე, ევროკავშირის გარეშე ყველაფერი არის ლაყბობა და ტყუილი, ამიტომ საქართველო, როცა ამაში მონაწილეობას არ იღებს, არის ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, აშშ-მა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა – „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს