ნაცვლიშვილი: რაჟდენ კუპრაშვილი შავ დღეშია, ისევე როგორც მთელი „ოცნება“

რაჟდენ კუპრაშვილი შავ დღეშია, ისევე როგორც მთელი „ოცნება“, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც ის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელს მიმართავს, რომ შეცვალოს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი გამოუვალ მდგომარეობაშია.

„შავ დღეშია რაჟდენ კუპრაშვილი. არ დაემორჩილება კობახიძეს და მოხსნის ორ წუთში, კანონის დარღვევა არ დასჭირდება, დაემორჩილება და თავისი ხელით შექმნის სამართლებრივ სამხილს, რომ პარტია “ქართული ოცნების” გაგრძელებაა, არანაირი დამოუკიდებლობა არ აქვს და ყველა თავის გადაწყვეტილებას – როგორც მიღებულს, ასევე მომავალში მისაღებს, გამოაცლის ყველანაირ სანდოობას. ისედაც ვინ ენდობოდა, მაგრამ მაინც. „ოცნება“ კი ამ არჩევნებს აგებს და რამდენიც არ უნდა ეცადოს დამკვირვებლებზე ზეწოლას, ამ არჩევნებს წააგებს, ამის მიზეზი თავის თავში ეძებონ და არა გარეთ – ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირება დაარღვიეს და ბოლოს, ქვეყნის კონსტიტუციური კურსის ცვლილება განიზრახეს, ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდაც მოითხოვეს, ამას კი მათ არავინ აპატიებს”, – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მას მიზანშეწონილად მიაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.

“სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოუცხადა”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს