ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ნაცებს" გვეძახიან და ამ დროს ბექა ოდიშარია სააკაშვილის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული სვამდა, კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა" - ნანკა კალატოზიშვილი

“ნაცებს" გვეძახიან და ამ დროს ბექა ოდიშარია სააკაშვილის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული სვამდა, კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა" - ნანკა კალატოზიშვილი
უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა არ ცხრე­ბა მღელ­ვა­რე­ბა კა­ნონ­ზე "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ". სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი პრო­ტესტს აქ­ცი­ა­ზე გა­მო­ხა­ტავს. გა­ზეთ "კვი­რის თა­ო­ბა­ზე" მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სა­უბ­რობს:

- როცა უკვე ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბას არ გაძ­ლე­ვენ და "არა რუ­სეთ­საც" ვერ იძა­ხი, ხომ უნდა და­ფიქ­რდე, საით მი­ე­ქა­ნე­ბი და რა გე­ლის? უსამ­შობ­ლოს ეძა­ხი­ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ამ სამ­შობ­ლოს იცა­ვენ. აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვა არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს. წინა დარ­ბე­ვებ­საც ხში­რად იხ­სე­ნე­ბენ და არ შე­იძ­ლე­ბა ის აპ­რო­ტეს­ტო და ეს სი­ა­მოვ­ნე­ბას გგვრი­დეს, ან რე­აქ­ცია არ გქონ­დეს, რად­გან დღე­საც იგი­ვე ხალ­ხი გვარ­ბევს.

- ერთ-ერთი აქ­ცი­ის დროს პრე­ტენ­ზია ჰქონ­დათ სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც, რო­დე­საც გავ­რცელ­და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი აგ­რე­სი­უ­ლად ექ­ცე­ო­და მან­ქა­ნა­ში მსხდომთ, რა­მაც მათი პრო­ტეს­ტიც გა­მო­იწ­ვია...

- არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ იქ შე­მოგ­ზავ­ნი­ლიც ბევ­რი იყოს, გვი­ნა­ხავს ასე­თე­ბი. მა­გა­ლი­თად, ჭიშ­კარს ან­გრევ­დნენ, ზურა "გირ­ჩი" ჯა­ფა­რი­ძე ეუბ­ნე­ბო­და, ნუ ან­გრევ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რად აკე­თებ­დნენ იმა­ვეს. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მე­დი­კო­სის ფორ­მა­გა­დაც­მუ­ლი ვი­ღაც და­დი­ო­და და ახალ­გაზ­რდებს მა­ლუ­ლად ფო­ტო­ებს უღებ­და. არა­ვის ინ­დო­ბენ და ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი არი­ან. რო­ბო­კოპს ხელ­ჯო­ხი­ა­ნი ბა­ბუა რომ გიდ­გას წინ და წი­წა­კის სპრე­ის შე­ას­ხამ, რა­ღა­ზეა სა­უ­ბა­რი? ბავ­შვებს ყვე­ლას ვუხ­სნით, რომ აგ­რე­სია არ შე­იძ­ლე­ბა. ბა­რი­კა­დე­ბი რომ აა­შე­ნეს და ნაგ­ვის ურ­ნე­ბი აა­ყი­რა­ვეს, მერე დი­ლის 5 სა­ათ­ზე და­ი­ა­რეს და იქა­უ­რო­ბას სა­კუ­თა­რი ხე­ლით ასუფ­თა­ვებ­დნენ. ვა­მა­ყობ მა­თით, ნა­გავს არ­სად არ ტო­ვე­ბენ. 29 აპ­რი­ლის კონ­ტრაქ­ცი­ის მერე ქა­ლა­ქი რას ჰგავ­და, კი გახ­სოვთ. ჩემ­თვის აქე­დან იწყე­ბა ზრუნ­ვა იმ გა­რე­მო­ზე, რო­მე­ლიც გიყ­ვარს. ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლია, რომ 29-ში ჩა­მოყ­ვა­ნილ ადა­მი­ა­ნებს არც ერთი მთავ­რო­ბის დროს არ ეღირ­სათ ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბი­დან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, გა­ჭირ­ვე­ბის გამო, ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ და­დი­ან. ზე­მო­დან, სცე­ნი­დან, მი­ლი­ო­ნე­რე­ბი და მი­ლი­არ­დე­რე­ბი იმ ღა­რიბ ადა­მი­ა­ნებს უხ­სნიდ­ნენ, თუ რო­გო­რი კარ­გი ცხოვ­რე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. როცა აქ­ცი­ა­ზე მი­დი­ხარ და სა­ხეს არ აჩენ, რა­ღა­ზეა სა­უ­ბა­რი. აქ­ცი­ა­ზე იმი­ტომ მივ­დი­ვარ, რომ ჩემი პო­ზი­ცია და­ვა­ფიქ­სი­რო, თა­მა­მად ვდგა­ვარ. ამათ თვი­თო­ნაც ხომ იცი­ან, რო­გორ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს უმე­ტე­სო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი მთავ­რო­ბე­ბის­თვის მხო­ლოდ ციფ­რე­ბი, სტა­ტის­ტი­კა არი­ან და არა ადა­მი­ა­ნე­ბი. ესაა მტკივ­ნე­უ­ლი.

- მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კვლავ ორად გა­იხ­ლი­ჩა და კი­დევ უფრო უა­რე­სი - თა­ო­ბე­ბად და­ი­ყო. ორი­ვე მხა­რეს ქარ­თვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე დგას და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ასე­თი აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა დიდი უბე­დუ­რე­ბაა. დი­ლე­მა, რომ­ლის წი­ნა­შეც ვდგა­ვართ, სწო­რედ ორი­ვე მხა­რის ლი­დე­რებ­მა უნდა გა­დაჭ­რან.

- კი, ეგ ტრა­გე­დი­აა და ამა­ზე მუ­შა­ო­ბენ, 12 წე­ლია მეტი კი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, "ნა­ცებს" გვე­ძა­ხი­ან, გვა­მუ­ნა­თე­ბენ და ამ დროს ხა­რე­ბა და მუ­რუ­სი­ძე ჰყავთ გვერ­დით, პარ­ლა­მენ­ტში ნა­ხე­ვა­რი გა­ქო­ცე­ბუ­ლი "ნაცი" არ ზის? ბექა ოდი­შა­რია მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­დღეგ­რძე­ლო­ებს მა­გი­და­ზე ასუ­ლი სვამ­და, კახა კა­ლა­ძე 7 ნო­ემ­ბრის მერე მი­შას გვერ­დზე ედგა. ახლა მიტ­რი­ალ­დე­ბი­ან და მე მე­უბ­ნე­ბი­ან, ვი­ღა­ცის გვერ­დით ქუ­ჩა­ში ნუ დგა­ხა­რო? იმ­დენს ნუ და­ა­შა­ვებ, რომ აღარ მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს ქუ­ჩა­ში ვინ დგას, იმი­ტომ, რომ მე ვე­რა­ვის გა­და­შე­ნე­ბას ვერ და­ვე­ლო­დე­ბი, ისე­დაც ბევ­რი რა­მაა გა­სა­გე­ბი - "ნა­ცე­ბი" და "ქო­ცე­ბი" ერ­თმა­ნეთს ასულ­დგმუ­ლე­ბენ, ზი­ზღი­სა და ნგრე­ვის მეტი არა­ფე­რი უკე­თე­ბი­ათ, ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს გა­და­კი­დეს. "ნა­ცე­ბის" ამომ­რჩე­ვე­ლი "ქოც" პუ­ტი­ნისტს მე­ძა­ხის, არა­ევ­რო­პელ­სა და კაც­თმო­ძუ­ლეს, სა­შინ­ლად მლან­ძღავს მე­ო­რე მხა­რეც. მე ჩემი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს და არ შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას მოვ­წონ­დე.

- რა იყო ის მთა­ვა­რი ბიძ­გი, რა­მაც აქ­ცი­ა­ზე გა­გიყ­ვა­ნათ?

- პი­რო­ბა და­დეს, რომ ამ კა­ნონს არას­დროს და­უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, და იმა­ზე ხომ უნდა და­ფიქ­რდე, რა­ტომ შე­მო­აბ­რუ­ნეს. ამის მი­ზე­ზი რუ­სე­თია, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ იმა­ზე, რაც ამ კა­ნონ­ში წე­რია და რო­გორ იც­ვლე­ბო­და მუხ­ლე­ბის მი­ხედ­ვით რუ­სეთ­ში. მე ის უფრო მა­ინ­ტე­რე­სებს, რაზე იხარ­ჯე­ბა ჩემი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი, სა­დაც უცხო­ე­ლი დო­ნო­რე­ბი თან­ხებს რი­ცხა­ვენ. სად წა­ვი­და ის 600-ათა­სი დო­ლა­რი, რო­მე­ლიც გე­ლა­თის რეს­ტავ­რა­ცი­ის­თვის იყო გა­მო­ყო­ფი­ლი და დღეს თავ­ზე მენგრე­ვა; მუ­ზე­უ­მის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 2 მი­ლი­ო­ნი და ა.შ. სად მი­დის ეს თან­ხე­ბი? სოფ­ლებ­ში გზაც კი უცხო­უ­რი გრან­ტე­ბი­თაა გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი, თო­რემ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ისე­დაც გამჭვირ­ვა­ლე შე­მო­სავ­ლე­ბი აქვთ და აქამ­დეც აკონ­ტრო­ლებ­დნენ, და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ონ და არა ეს კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა იზღუ­დე­ბა. თუ ამ კა­ნონს იმის­თვის ვი­ღებთ, რომ უცხო ქვეყ­ნის გავ­ლე­ნა არ დო­მი­ნან­ტობ­დეს ქვე­ყა­ნა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, ლო­ბის­ტუ­რად, მა­შინ დღე­ვან­დე­ლი მოქ­მე­დი მტე­რი ჩა­წე­რონ - რუ­სე­თი და ყვე­ლა ის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ჩემი ქვეყ­ნის მთლი­ა­ნო­ბას არ აღი­ა­რებს. ევ­რო­კავ­შირ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ რა­მე­ნა­ი­რად დღე­ვან­დელ დღემ­დე მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერთ სიბ­რტყე­ზე და­ვა­ყე­ნო ის და რუ­სე­თი? ჩა­წე­რონ რუ­სე­თიც და ხმას აღარ ამო­ვი­ღებ. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აქ უპ­რობ­ლე­მოდ ცხოვ­რო­ბენ და ჩემი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში გარ­ბი­ან. 29-ში აქ­ცი­ა­ზე მდგომ ხალ­ხს მო­ე­კი­თხა, რა­ტო­მაა ფა­სე­ბი, გა­და­სა­ხა­დე­ბი ევ­რო­პა­ზე ძვი­რი?

- თქვე­ნი აზ­რით, პრო­ტეს­ტი რა შე­დეგს მო­ი­ტანს? გა­მო­სა­ვა­ლი რა­შია?

- ვა-ბანკზე მი­დი­ან და ესაა სა­ში­ნე­ლე­ბა. ვინც არ უნდა მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ხალ­ხმა ერთხელ მა­ინც უნდა ას­წავ­ლოს ჭკუა, რათა და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლე­ბი­ნოს. მე­რამ­დე­ნედ და­არ­ღვი­ეს პი­რო­ბა? ღირ­სე­ბით ევ­რო­პის­კე­ნო, რომ ამ­ბო­ბენ, რო­გორ მი­დი­ხარ ღირ­სე­ბით, როცა მთე­ლი ევ­რო­პა გე­უბ­ნე­ბა, ამ კა­ნო­ნით ვერ შე­მოხ­ვა­ლო?

წყარი: kvirispalitra.ge

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.