“ნაცებო სირცხვილი თქვენ, რომ ჩემი ხაბე გააგდეთ და ვაშაძე ბლატაობს, აქაც კი არ მოგყავთ უკვე ისე გააკოტრეთ, ეს მოგიტანათ ვაშაძემ” – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის კამათი იყო. როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია არ მიეღო. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს წარსულიც შეახსენეს.
“ნაცებო”, ვაი თქვენ, სირცხვილი კიდევ თქვენ, რომ ჩემი ხაბე გააგდეთ და ვაშაძე “ბლატაობს” აქ. სად არის, ხომ გეუბნებოდით ამას? სად არის ჩემი ხაბე? დააბრუნეთ, აქაც კი არ მოგყავთ უკვე, ისე გააკოტრეთ ბოლომდე. საკრებულოში ხმას იღებდა, დადიოდა მაინც, აქ? აქედან გააგდეთ, აი, ეს მოგიტანათ ვაშაძემ.
სალომე სამადაშვილი, გადავირიე, ქალი იყო ევროკავშირში ელჩი, აი, ვინც ის დანიშნა… ერთ სახელმწიფოს ვერ დააწესებინა სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ არის ხელმოცარული ელჩი, ახლა კი მივხვდი რატომაც ყოფილა – “იზვესტიათი” იწყებს დილას… ეს არის ჩვენი ოპოზიცია,” – აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს