ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნაცების გუნდის ახალი წევრებიო? ამაზე მეტი ანეკდოტი რა გინდათ?- ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, “ნაციონალური მოძრაობის” გუნდში ახალი სახეების გამოჩენას სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ანეკდოტია ლაშა ბაქრაძის, გია ჯაფარიძის, ზაზა ბიბილაშვილის, არმაზ ახვლედიანის და თამარ კორძაიას ახალ სახეებად წარმოჩენა. მისი თქმით, ქვეყანას ნორმალური ოპოზიცია არ ეყოლება, “ნაციონალურ მოძრაობას” კი ამ შემადგენლობით 1 პროცენტი “განაღდებული” აქვს.
“ნაცების გუნდის ახალი წევრებიო? ამაზე მეტი ანეკდოტი რა გინდათ? ამათ ჩვენ ეტყობა თავისი დაზომბებული ამომრჩეველი ვგონივართ. ღმერთო ჩემო რა ბედი გვაქვს, ნორმალური ოპოზიცია რომ არ ეყოლება ქვეყანას. კარგია, კარგი მთვრალი პრეზიდენტი დაიყენეთ სათავეში, თინა ბოკუჩავასთან ხელჩაკიდებული და ეგაა…. 1% განაღდებული გაქვთ.” – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.