არქივი14 მარტი, 2024, 09:43
„ნაცების“ ამ კამპანიამ დაანარცხა ქოცები… ახლა ველოდები, რომ 1 მილიონი ჩადონ „ქოცებმა“ ლგბტ კამპანიაში” – ხვიჩია
“არ ვიცი რამდენი დაუჯდათ „ქოცებს“ ლგბტ კამპანია, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცების“ ამ კამპანიამ (ფასების ზრდასთან დაკავშირებით) დაანარცხა ქოცები. მგონი უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ სახე გააძრო ქოცებს. ახლა ველოდები, რომ 1 მილიონი ჩადონ „ქოცებმა“ ლგბტ კამპანიაში. მე მაქვს იდეა, რომ როზნერი და როშე ვაჩხუბოთ და ქართველი ხალხი დავისვენებდით. ამით შევარბილებდით ჩვენ პოლიტიკურ პოლარიზაციას და თან გავერთობოდით ჩვენი „პიარშიკების” ჩხუბით”.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.