ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან, პარტნიორობის გაფართოება ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია – პრემიერი

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან, პარტნიორობის გაფართოება ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია – პრემიერი
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრ აჰმედ ბინ ალი ალ საიეღთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნისთვის.
„პარტნიორობის გაფართოება ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეხვედრისას მადლობა გადავუხადე სახელმწიფო მინისტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან საქართველოს კერძო სექტორისადმი გამოხატული ინტერესისთვის, ასევე მშრალი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციებისთვის.
საქართველო სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნისთვის, შესაბამისად, ეს პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად და რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს