არქივი25 ნოემბერი 2023, 08:07
ნაქერალას უღელტეხილზე და საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ტრანსპორტის ნაწილის მოძრაობა აღდგა
ნაქერალას უღელტეხილზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ავტოტრანსპორტის ნაწილის მოძრაობა აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)- უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.