არქივი4 დეკემბერი, 2023, 14:37
ნაფარეულის ტყეში ხანძარია
თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია - სოფელ ნაფარეულში ტყის საფარს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორიზე კვამლი რამდენიმე საათის წინ შენიშნეს. როგორც ცნობილია, ცეცხლი ფოთოვან ხეებს გაუჩნდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ია გულიაშვილი
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.