ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო ჩხეიძე: “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება უსუსური მცდელობაა, თავი მოაწონოს მისგან ზურგშექცეულ ამომრჩეველს

"სერიიდან: აბა შეხედეთ
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება უსუსური მცდელობაა, თავი მოაწონოს მისგან ზურგშექცეულ ამომრჩეველს.
ფიცულობენ, ნაცრეჟიმს გავასამართლებთო, ოჯახურ სიწმინდეს დავიცავთ, რომ ადამიანმა იცოდეს კაცია თუ ქალიო.
ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთო, სტრატეგიული მოთმინებითო, როგორც აქამდეო და სხვაო და სხვაო.
ადვილი მისახვედრია, “რა იფიქრა და არ თქვა” :)) თქვენც გაგახსენდათ არა ჟანრი ლოლაშვილის მთხრობელი “ კავკასიური ცარცის წრიდან”?..
ერთი სიტყვით, ხმა მიეც პარტიას და რაც აქამდე არ გაგვიკეთებია, იმასაც გავაკეთებთ და ცოტათი კიდევ იმაზე მეტსაცო.
მოდი და არ დაუჯერო.
ჰო, კიდევ:
როგორც კი ისევ და ისევ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, მაშინვე ამერიკა და ევროპა ჩვენსკენ იბრუნებს პირსო;
მერე რა, რომ ის ოხერი გლობალური ომის პარტია კოლექტიურ ნაცმოძრაობას დავალებებს აძლევს და ქვეყნის გადაგვარებისკენ საჭირო მოქმედებებს უსახავს და აფინანსებსო.
ჰო, ფინანსებზე გამახსენდა:
სწორედ გუშინ იყო პრემიერმა რომ თქვა: თუ უნდათ რევოლუცია დააფინანსე, ოღონდ გამჭვირვალე უნდა იყოსო…
შენ გენავა… რიგორც ქართლში იტყვიან.
ლოგიკაა წყალშეუვალი და კლდესავით მტკიცე.
დამავალეს და რევოლუციას ვამზადებ ასე და ასე, ამ ფასად და ამ დროისთვისო, განაცხადე რეესტრში და მიდი და ამზადე, ვინ დაგიშლის.
დემიკრატიაა.
ჰოდა, განცხადებას რომ დავუბრუნდეთ, ეგეც მეორე “ შენ გენავა…”.
აღარ გავშალო და განვსაჯ/განვიხილო.
ისედაც ცხადზე ცხადია.
ვისთვის წერენ?
ალბათ
ისტორიის ქრონიკებისთვის.
ალბათ
იმედის “ქრონიკისთვისაც”.
და რა ხანსაც იმედის ქრონიკაში გაძლებს,
იმ ხანს შერჩება ისტორიულ ქრონიკებსაც.
მეტით არა," - წერს სოციალურ ქსელში  დეპუტატი ნატო ჩხეიძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.