ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო ჩხეიძე - საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება ეხებოდა იმას, თუ როგორ შედის ქვეყანა ევროკავშირში - გუშინდელი საკონსტიტუციო გადატრიალების შემდეგ, ცხადია, მინისტრმა პარლამენტში მოსვლა ვეღარ გაბედა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება ეხებოდა იმას, თუ როგორ შედის ქვეყანა ევროკავშირში - გუშინდელი საკონსტიტუციო გადატრიალების შემდეგ, რასაც “რუსული კანონის“ მიღებამ დაუდო საფუძველი, ცხადია, მინისტრმა მოსვლა და ამ განაცხადების გაკეთება ვეღარ გაბედა, ამიტომ პარლამენტი ჩაიკეტა! - ეს განცხადება მედიასთან დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში საკონსტიტუციო გადატრიალება ხდება, მოსახლეობის ვალია, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დაამყაროს, რასაც მოსახლეობა აკეთებს.
„სწორედ ამიტომ გრძელდება პროტესტი. ეს პროტესტი დამთავრდება ან “რუსული კანონის“ ჩაგდებით ან ხელისუფლების გასტუმრებით“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.