ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი მინისტრის გომელაურის წასვლაზე…

“სერიიდან:
რა სად როგორ
– რა უცნაურად წავიდა.
ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი ელჩის განცხადებაზე მის პენსიაზე გასვლასთან და ამ მიზეზით ელჩობიდან წასვლასთან დაკავშირებით.
აბა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი მინისტრის გომელაურის წასვლაზე,- შვილიშვილი შემეძინა და მეტი დრო მჭირდება საზრუნავადო, რომ ბრძანა, ან პრემიერ ღარიბაშვილის წასვლაზე,- ოჯახს უნდა მივხედოო, რომ გვითხრა, ან პრემიერ ბახტაძის (ხომ გახსოვთ) განცხადებაზე, ამოვწურე ჩემი თავიო, – რომ დაგვიწერა,
ან…. ან….
წარმოიდგინეთ?
ვერა?
ვერც მე.
დანიგანის წასვლა კითხვებს კი ბადებს და სამწუხარო ის არის, რომ ელჩი აღარ ჰყავს აშშ- ს საქართველოში და კარგა ხანია, არც საქართველოს ჰყავს ელჩი აშშ- ში .
ეს ამბები კითხვებს ბადებს და სრულიად უსიამოვნო სავარაუდო პასუხებსაც მოიყოლებს.
აი, ჩვენი პრემიერების და მინისტრების წასვლა რომ კითხვებს არ ბადებს და არც სავარაუდო პასუხებზე გვიწევს ტვინის ჭყლეტა, ეს არის სწორედ რომ სამწუხარო რეალობა ამ ქვეყანაში,” – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.
საოცარი წასვლა იყო, ამ მხრივ ბევრი კითხვა არსებობს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს