ნატო ჩხეიძე: ახლა ეგრეთწოდებული პარლამენტი ეგრეთწოდებულ მთავრობას აირჩევს, მერე ეგრეთწოდებულ პრეზიდენტს აირჩევს და განაგრძობენ ეგრეთწოდებულებას

“სერიიდან:
ის რაც ხდება
საქართველოს ხელისუფლებაც სეპარატისტი გახდა.
შეიკრიბნენ და თავს აცხადებენ ხელისუფლებად.
კონსტიტუციას თავის ნებაზე აბურთავებენ და ახლა ეგრეთწოდებული პარლამენტი ეგრეთწოდებულ მთავრობას აირჩევს, მერე ეგრეთწოდებულ პრეზიდენტს აირჩევს და განაგრძობენ ეგრეთწოდებულებას.
სეპარატიზმი მეტი რა არის.
შენს ქვეყანას რომ ეწინააღმდეგები, ის არის.
რუსეთმა ჯერ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპირება მოახდინა და ახლა უკვე ხელისუფლების ოკუპირებაც.
ქართულმა ოცნებამ კაპიტულაცია დიდი ხანია გამოუცხადა რუსეთს და მშვიდობას ეძახდა.
და უკვე ცდილობს რომ მთელი ქვეყანა ლანგრით მიართვას ოკუპანტს.
ხალხი არ ნებდება.
ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის და ქვეყნის გამოხსნისთვის სეპარატისტებისგან,” – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში