ნატო-ში აცხადებენ, რომ Bild-ის სტატია რუსეთსა და ნატო-ს შორის ომის შესახებ სასწავლო სცენარს ეხება

Bild-ის სტატია რუსეთსა და ნატო-ს შორის ომის შესახებ სასწავლო სცენარს ეხება. ამის შესახებ ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა, იანის სარტსმა განაცხადა.
„Bild-მა სასწავლო სცენარი მოიპოვა, რომელიც სამხედრო შესაძლებლობების გამოსაცდელად ყოველთვის წარმოსახვით სიტუაციას ეხება. ადრე მსგავსი სცენარები არარსებულ სახელმწიფოებსა და გეოგრაფიას აღწერდა, დღეს რეალური ქვეყნები უფრო ხშირად გამოიყენება“, – წერს იანის სარტსი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
Bild-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, მიტკო მიულერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბუნდესვერის საქმიანობა (გერმანიის შეიარაღებული ძალები) უსაფრთხოების აქტუალურ საფრთხეებს ეხება.
„პრინციპში, მედიაში გავრცელებულ ამ ცნობას, მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“, – აღნიშნა მიტკო მიულერმა.
ცნობისთვის, Bild-მა ბუნდესვერის საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ეტაპობრივად აღწერს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და ნატო-ს შორის.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს