ნატო-ში აშშ-ის ელჩი – ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ

აშშ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს. ამის შესახებ განცხადებას ნატო-ში აშშ-ის ელჩი, მეთიუ უიტეკერი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“მხარში ვუდგავართ ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებს ამ საჰაერო სივრცის დარღვევების ფონზე და ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ”, – წერს უიტეკერი.
ის ასევე, ევროპაში სამოკავშირეო ძალების უმაღლესი შტაბის სპიკერის, მარტინ ო’დონელის განცხადებას ავრცელებს.
“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნატო-ს თვითმფრინავებს საქმე ჰქონდათ პოტენციალურ საფრთხეებთან მოკავშირეების საჰაერო სივრცეში.
ნატო, ევროპაში სამოკავშირეო ძალების უმაღლესი შტაბი, სამოკავშირეო სარდლობის ყველა ოპერაცია მზად არის, ნატოს ტერიტორიის ყოველი კილომეტრი დაიცვას, მათ შორის ჩვენი საჰაერო სივრცე,” – განაცხადა ო’დონელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ძაგნიძე: ხმის უფლება რომ წაგვართვით ემიგრანტებს, მუნჯებიც გგონივართ. 9 ოქტომბერს კორძი ნიუ იორკის Sony Hall-ში დადგება სცენაზე და იცით რამდენი ვართ, ვინც ომახიანად ვუმღერებთ ჩვენს სამშობლო მხარეს?!