ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო-უკრაინის საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

ნატო დაეთანხმა კიევის თხოვნას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული მასშტაბური დარტყმების საპასუხოდ, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების შესახებ, - ინფორმაციას Kyiv Independent-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დიმიტრო კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კულებას ცნობით, საბჭოს საგანგებო სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრის გამართვაზე ნატო-ს თანხმობა „რუსული ტერორის ესკალაციის ფონზე ევროატლანტიკური ერთიანობის მნიშვნელოვანი ნიშანია“.
მინისტრი არ აკონკრეტებს, როდის და სად გაიმართება შეხვედრა.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, უკრაინას სულ მცირე 500 რაკეტითა და დრონით შეუტია, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.