ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო-უკრაინის საბჭო რუსეთის მიერ დნიპროზე ბალისტიკური რაკეტით განხორციელებულ თავდასხმას განიხილავს

ნატო-უკრაინის საბჭო რუსეთის მიერ დნიპროზე ბალისტიკური რაკეტით განხორციელებულ თავდასხმას განიხილავს

ნატო და უკრაინა შეხვედრას გამართავენ, რომელზედაც რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე საშუალო მანძილზე მოქმედი ჰიპერბგერითი რაკეტით განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრებენ, - ინფორმაციას The Guardian-ი დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა მომავალი კვირის სამშაბათს ბრიუსელში, ელჩების დონეზე გაიმართება.
შეხვედრა კიევმა, რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მოითხოვა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით მიიტანა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.