ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემას გეგმავს

ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემას გეგმავს.
ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოკავშირეთა ჯგუფი იკრიბება უკრაინისთვის ერთი მილიონი თვითმფრინავის მიწოდების მიზნის ირგვლივ. ნატოს 20 მოკავშირე ასევე შეთანხმდა განაღმვითი კოალიციის შექმნაზე. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.
მინისტერიალზე გადაწყდა ნატო-უკრაინის ერთობლივი ანალიზის, სწავლებისა და განათლების ცენტრის შექმნა პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბლოკის წევრი სახელმწიფოების მიერ საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდაზე.
„იმისთვის, რომ შევავსოთ ჩვენი მარაგი და გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ჩვენ უნდა გადავიდეთ მშვიდობიანობის პერიოდის ნელი ტემპიდან მაღალი ტემპის წარმოებაზე, რომელსაც მოითხოვს კონფლიქტი. ამისთვის მწარმოებლებს სჭირდებათ ხელმოწერილი კონტრაქტები. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ნატომ დადო ათი მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი. ეს ეხმარება უკრაინას, აძლიერებს ნატოს,
და უზრუნველყოფს უფრო მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას