ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭო - მოკავშირეების საჰაერო სივრცეების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭო - მოკავშირეების საჰაერო სივრცეების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

მოკავშირეების საჰაერო სივრცეების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, - ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ავრცელებს.
ესტონეთის მოწვევით გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე, 19 სექტემბერს, რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ალიანსის წევრებს ინფორმაცია ევროპაში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალექსუს გრინკევიჩმა მიაწოდა.
„ეს შეჭრა რუსეთის უპასუხისმგებლო ქცევების ნაწილია. ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოატლანტიკური საბჭო მე-4 მუხლის საფუძველზე შეიკრიბა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებით, რუსეთის ქმედებები ესკალაციის რისკებს ზრდის და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
„ეს ქმედებები უნდა შეწყდეს. რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ნატო და ალიანსის წევრები თავის დასაცავად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ყველა საჭირო სამხედრო და არასამხედრო საშუალებას გამოიყენებენ. მე-5 მუხლის მიმართ ჩვენი ერთგულება მტკიცეა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.