ნატო-ს პრესსპიკერი – პოლონეთის საჰაერო სივრცეში უამრავი დრონი შევიდა – ნატო პოლონეთის ხელმძღვანელობასთან კონტაქტზეა

პოლონეთის საჰაერო სივრცეში უამრავი დრონი შევიდა, რომლებსაც პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები დახვდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი, ალისონ ჰარტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ნატო პოლონეთის ხელმძღვანელობასთან კონტაქტზეა და პოლონეთთან მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთმა დრონების გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!