ნატო-ს გენერალური მდივანი - 14 ოქტომბრიდან ნატო ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს გამართავს

14 ოქტომბრიდან ნატო ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს გამართავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ლონდონში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„არასტაბილურ მსოფლიოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავდაცვა გამოვცადოთ და გავამყაროთ, რათა ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ ნატო მზად არის და შეუძლია ნებისმიერ საფრთხეს უპასუხოს“, - განაცხადა მარკ რუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ წვრთნების დროს განსაკუთრებული აქცენტი დიდ ბრიტანეთზე, ჩრდილოეთის ზღვაზე, ბელგიასა და ნიდერლანდებზე გაკეთდება.
ყოველწლიური ბირთვული წვრთნები, Steadfast Noon-ი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.