ნატო-ს გენერალური მდივანი – ზელენსკიმ გზა უნდა იპოვოს ტრამპთან ურთიერთობების აღდგენისთვის – ნამდვილად უნდა დავაფასოთ ტრამპი

ზელენსკიმ გზა უნდა იპოვოს ტრამპთან ურთიერთობების აღდგენისთვის, ნამდვილად უნდა დავაფასოთ ტრამპი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ BBC-სთან საუბარში განაცხადა.
რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის 28 თებერვლის თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ ის ორჯერ ესაუბრა მას.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, მას „არ შეუძლია იმის გამხელა, რაზე ისაუბრეს“, მაგრამ აღნიშნა, რომ ზელენსკის უთხრა, რომ „პატივისცემა უნდა გვქონდეს“ იმისთვის თუ რა გააკეთა ტრამპმა აქამდე უკრაინისთვის.
რუტეს თქმით, ზელენსკიმ უნდა „იპოვოს გზა“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობების აღდგენისთვის.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს აშშ-მა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო Javelin სისტემების მიყიდვას, რამაც საშუალება მისცა უკრაინას “წინააღმდეგობა გაეწია” რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის პირველ თვეებში.
“ნამდვილად უნდა დავაფასოთ ტრამპი“, – განაცხადა რუტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში